ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px
მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი მიმდინარე კვირაში მეორედ დააზარალა. დასეტყვილია სოფელი ახშანი, ჩაბინაანი, ზემო ხოდაშენი, ხორხელი და ქისტაურის ნაწილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გრძელდებო…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი მიმდინარე კვირაში მეორედ დააზარალა. დასეტყვილია სოფელი ახშანი, ჩაბინაანი, ზემო ხოდაშენი, ხორხელი და ქისტაურის ნაწილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გრძელდებო…
სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი მიმდინარე კვირაში მეორედ დააზარალა. დასეტყვილია სოფელი ახშანი, ჩაბინაანი, ზემო ხოდაშენი, ხორხელი და ქისტაურის ნაწილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა და ძირითადად ვენახები დააზიანა. ზუსტად რა ფართობია დასეტყვილი და რა მასშტაბის ზარალი აქვთ ადგილობრივებს, ჯერჯერობით უცნობია.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შესახებ ინფორმაცია აქვთ და დეტალებს ეცნობიან.
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს