სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. მათივე ცნობით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. „იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორე…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. მათივე ცნობით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. „იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორე…
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
მათივე ცნობით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და შემდგომი რეალიზციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა ცხოველებს( გოჭები).
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.