ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 5

Lagodekhi Fishing Resort-ის დამფუძნებელი: ჩვენი ადგილმდებარეობის და სერვისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ტერიტორიაზე კონკურენტი არ გვყავს

Lagodekhi Fishing Resort-ის დამფუძნებელი: ჩვენი ადგილმდებარეობის და სერვისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ტერიტორიაზე კონკურენტი არ გვყავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სტუმრები ძირითადად ანკესით თევზაობით ინტერესდებიან, - ამის შესახებ სოფელ კართუბანში მდებარე ტურისტული ობიექტის Lagodekhi Fishing Resort-ის დამფუძნებელმა გაბრიელ ბანცურმა განაცხადა. მისი თქმით, მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სტუმრები ძირითადად ანკესით თევზაობით ინტერესდებიან, - ამის შესახებ სოფელ კართუბანში მდებარე ტურისტული ობიექტის Lagodekhi Fishing Resort-ის დამფუძნებელმა გაბრიელ ბანცურმა განაცხადა. მისი თქმით, მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მ…

სტუმრები ძირითადად ანკესით თევზაობით ინტერესდებიან, - ამის შესახებ სოფელ კართუბანში მდებარე ტურისტული ობიექტის Lagodekhi Fishing Resort-ის დამფუძნებელმა გაბრიელ ბანცურმა განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მათი სტუმრების 95% ადგილობრივია, ხოლო დანარჩენი უცხოელი.

"კომპლექსის მენეჯმენტში მიმდინარე წელს შემოვედით და სტუმრებს მარტიდან ვმასპინძლობთ. ჩვენთან განთავსებულია 5 კოტეჯი, ღია აუზი, სარესტორნე სივრცე - ქართული და ევროპული კერძებით და გათევზიანებული 2 ტბა. ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ტბებში ითევზაონ და ამასთან, ისარგებლონ საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებით ლაგოდეხის ნაკრძალში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვყავს გიდები, რომლებიც მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით და შესაბამისი ცოდნით უძღვებიან აღნიშნულ ტურებს. ჯამში კომპლექსს სასტუმრო ნაწილში ერთდროულად 25 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

გვაქვს მოლოდინი, რომ მოთხოვნა გაიზრდება, რადგან უკვე ფიქსირდება წინასწარი ჯავშნები როგორც ივლისის, ისე აგვისტოს თვეში. ჩვენი ადგილმდებარეობის და სერვისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ტერიტორიაზე კონკურენტი არ გვყავს", - აცხადებს გაბრიელ ბანცური.

მანვე აღნიშნა, რომ თუ მოთხოვნა და გაყიდვები გაიზრდება სამომავლოდ კომპლექსი როგორც სარესტორნე, ისე სასტუმრო ნაწილში გაფართოვდება.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს