ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

უმაღლესი საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს

უმაღლესი საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს - ზურაბ პატარაძე დეპუტატების წინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს - ზურაბ პატარაძე დეპუტატების წინ…

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს - ზურაბ პატარაძე დეპუტატების წინაშე გაწეული საქმიანობის, პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციით წარდგა.

მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში გასული 2025 წელი და მიმდინარე წლის პირველი კვარტალი შეაჯამა. მომხსენებლის განცხადებით, ბოლო წლებში სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, სწორად დაგეგმილმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რეგიონს სწრაფი განვითარება მოუტანა. აღინიშნა, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილი რესპუბლიკური ბიუჯეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტი განხორციელდეს.


მოხსენებისას ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, საინვესტიციო გარემოსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე. მისი თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ინიციატივებზე.

სხდომაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, ზურაბ პატარაძემ უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს