ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 1

ბერდია სიჭინავა - მარტა კოსის კანცხადება არაფერს ნიშნავს, ეს არის ჰიპოთეზა

ბერდია სიჭინავა - მარტა კოსის კანცხადება არაფერს ნიშნავს, ეს არის ჰიპოთეზა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის წინაშე შეიძლება, ბევრი გამოწვევა იყოს, მაგრამ ევროკავშირში ჩვენ უნდა შევიდეთ, როგორც სრულფასოვანი წევრები. ევროკავშირი ჩვენი ქვეყნისგან არანაირი სუვერენიტეტის დათმობას არ ითხოვს, – ამის შესახებ პარტიის „გახა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის წინაშე შეიძლება, ბევრი გამოწვევა იყოს, მაგრამ ევროკავშირში ჩვენ უნდა შევიდეთ, როგორც სრულფასოვანი წევრები. ევროკავშირი ჩვენი ქვეყნისგან არანაირი სუვერენიტეტის დათმობას არ ითხოვს, – ამის შესახებ პარტიის „გახა…

ევროკავშირის წინაშე შეიძლება, ბევრი გამოწვევა იყოს, მაგრამ ევროკავშირში ჩვენ უნდა შევიდეთ, როგორც სრულფასოვანი წევრები. ევროკავშირი ჩვენი ქვეყნისგან არანაირი სუვერენიტეტის დათმობას არ ითხოვს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მარტა კოსის განცხადება, არის მხოლოდ ჰიპოთეზა, რომელიც შეიძლება, იყოს გამოთქმული.

„მარტა კოსის ეს კანცხადება საერთოდ არაფერს ნიშნავს. ეს არის ჰიპოთეზა, რომელიც შეიძლება, იყოს გამოთქმული. მეორე საკითხია, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობდეს. ესაა ჩვენი ამოცანა და ამისთვის ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ. ისე კი არა, ახლა ხელისუფლება რომ დამალულია, ხმას არ იღებენ, მოლაპარაკების პროცესში არ მონაწილეობენ, ყველას აგინებენ, საერთაშორისო დონეზე იმდენი აქვთ გაფუჭებული, რომ ვერავის სცემენ ხმას, რადგან საუბრის რესურსი აღარ დარჩათ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის წინაშე შეიძლება, ბევრი გამოწვევა იყოს, მაგრამ ევროკავშირში ჩვენ უნდა შევიდეთ, როგორც სრულფასოვანი წევრები. ევროკავშირი ჩვენი ქვეყნისგან არანაირი სუვერენიტეტის დათმობას არ ითხოვს. ევროკავშირი სუვერენიტეტის დაცვის გარანტია.

ქვიშაში სირაქლემასავით თავის ჩარგვა კი არ არის საჭირო, რასაც „ოცნება“ ცდილობს, თავი უნდა ამოყონ, ბოდიში მოიხადონ იმ სიტყვებისთვის, იმ სისულელეებისთვის, რაც საერთაშორისო ასპარეზზე უკეთებიათ და მუშაობა გააგრძელონ. დიახ, მეც ნამდვილად არ მინდა, იმ გაერთიანების წევრი ვიყო, სადაც სრულფასოვნად არ მიღებენ“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს