ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 1

სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა

სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ეგრისის ეროვნული პარკი წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ეგრისის ეროვნული პარკი წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს დ…

სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ეგრისის ეროვნული პარკი წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს და მისი ფართობი 37 074 ჰექტარს შეადგენს.

ეგრისის ეროვნული პარკი კოლხეთის ბიოგეოგრაფიულ არეს მიეკუთვნება და გამოირჩევა უნიკალური ფლორითა და ფაუნით. ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, ტერიტორიაზე შემორჩენილია უძველესი მცენარეული საფარი, რომელსაც „კოლხური ფლორა“ ეწოდება. აქ გვხვდება ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობებიც, რომლებიც მხოლოდ სამეგრელოშია გავრცელებული.

ეგრისის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ასევე რეგიონის პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებას.

კანონი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ ძალაში 2027 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს