ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 1

მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლეებთან ერთად, კახეთს ესტუმრნენ

მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლეებთან ერთად, კახეთს ესტუმრნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან და მის მეუღლესთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად, კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან და მის მეუღლესთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად, კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენ…

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან და მის მეუღლესთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად, კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა, მეუღლეებთან ერთად, ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.

ოფიციალურ პირებს მეგზურობა ალავერდის მიტროპოლიტმა, აბბა დავით მახარაძემ გაუწია.

„საქართველოსა და სერბეთის მეგობარ ერებს შორის არსებული საერთო სულიერი და კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, ამ უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური სიწმინდის ერთობლივ დათვალიერებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

პრეზიდენტებმა ასევე მოინახულეს „ბადაგონის“ ღვინის საწარმო, სადაც მათ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო. სტუმარმასპინძლობისა და მტკიცე მეგობრობის ნიშნად, საწარმოში პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის სახელზე სიმბოლური ღვინის კასრი საზეიმოდ განთავსდა.

სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-სერბეთის პარტნიორობის გაღრმავებისა და ჩვენს ხალხებს შორის მრავალმხრივი კავშირების განმტკიცების გზაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს