ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 1

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიე…

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მუნიციპალური სერვისების ეფექტიანად განხორციელების საკითხები და ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები. ბათუმის მერმა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ და მათ კონკრეტული მითითებები მისცა.

აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, იზრდება დატვირთვა ქალაქის ინფრასტრუქტურასა და მუნიციპალურ სერვისებზე. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნარჩენების მართვას, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის დასუფთავებას, სატრანსპორტო ნაკადების ორგანიზებასა და მუნიციპალური სერვისების მუდმივ მონიტორინგს.

როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მობილიზაციაშია, რათა ქალაქმა შეუფერხებლად უმასპინძლოს ტურისტულ სეზონს და ამავდროულად, ყოველდღიურად უზრუნველყოს ხარისხიანი მუნიციპალური სერვისები ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს