ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 15

ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენ…

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. პროექტი მოიცავს მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე სოფელ კაცხში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

მღვიმევის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არსებული საფეხმავლო ბილიკისა და კიბეების რეაბილიტაცია, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობა, მონასტერში ასასვლელი ლითონის კიბის აღდგენა, სანიტარული კვანძების მოწესრიგება და მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა.

სოფელ კაცხში მოეწყობა კაცხის სვეტის ხედზე ორიენტირებული გადასახედი მოედანი და მასთან მისასვლელი საფეხმავლო ეკო-ბილიკი. ასევე, მოეწყობა უსაფრთხოების დამცავი ბარიერები, საინფორმაციო დაფები და მცირე მოსასვენებელი სივრცე.

პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას. მღვიმევის მონასტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის მოთხოვნების დაცვით განხორციელდება, ხოლო სოფელ კაცხში სამუშაოები გარემოში მინიმალური ჩარევის პრინციპით შესრულდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას და ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ღირებულებების შენარჩუნებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს