ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 19

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას, სასწავლო პროცესსა და საწარმოო მიმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას, სასწავლო პროცესსა და საწარმოო მიმ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას, სასწავლო პროცესსა და საწარმოო მიმართულებებს გაეცნო.

მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა, მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილმა სკოლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებისა და წარმოების განვითარების შესახებ.

„აგრარულ სკოლაში სტუდენტები სწავლასთან ერთად უშუალოდ ფერმასა და საწარმოში იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას, გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი პროფესიული განათლება, ხოლო მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანაში გამოიყენონ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ მიხო სვიმონიშვილის ინიციატივით, საქართველოსა და შვეიცარიის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. სასწავლებლის შექმნის პროცესში შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან აგრარულ სკოლასთან „პლანტაჰოფი“ თანამშრომლობით მომზადდა სასწავლო პროგრამები, დაიგეგმა პრაქტიკული სწავლების კომპონენტი დ აგადამზადდნენ პედაგოგები.

სკოლამ პირველი სტუდენტები 2021 წელს მიიღო. ამავე წლიდან სასწავლებელი ავტორიზებულია და სტუდენტებს „ფერმერისა“ და „რძის პროდუქტების წარმოების“ პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს. სასწავლო პროცესი თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ მომზადებასაც მოიცავს.

სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო, სადაც შვეიცარიული ტექნოლოგიით ყველი და სხვა რძის პროდუქტები მზადდება. საწარმოს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის.

შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში „კავკასია“ მინისტრთან ერთად ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს