ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 19

დავით სონღულაშვილი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული ხორბლის წარმოების ზრდას, ასევე ქართული ჯიშების შენარჩუნებას

დავით სონღულაშვილი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული ხორბლის წარმოების ზრდას, ასევე ქართული ჯიშების შენარჩუნებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში კომპანიის „ლომთაგორა“ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო და მეხორბლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში კომპანიის „ლომთაგორა“ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო და მეხორბლ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში კომპანიის „ლომთაგორა“ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო და მეხორბლე-ფერმერებს შეხვდა.

მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა და ხორბლის წარმოებისა და სელექციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს, მათ შორის, ქართული ხორბლის ჯიშების გამოცდისა და განვითარების პროცესს გაეცნო.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ხორბლის წარმოების ზრდას, ისე ქართული ჯიშების შენარჩუნებას, კვლევასა და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული ახალი ჯიშების განვითარებას. დღეს „ლომთაგორაში“ შესაძლებლობა გვაქვს, ადგილზე გავეცნოთ ხორბლის სელექციისა და წარმოების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს. ასეთი მეურნეობების გამოცდილება და დანერგილი პრაქტიკა მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების გაზრდისა და ქართული აგროსექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის მოცულობა და ხარისხი გაიზარდოს, ფერმერებსა და აგრომეწარმეებს განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ და, ამასთან, გაძლიერდეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ლომთაგორა“-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხორბლის სელექცია და ახალი ჯიშების გამოცდა. ამ მიზნით, კომპანიაში წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასელექციო-სადემონსტრაციო საქმიანობა და თანამედროვე აგრო ტექნოლოგიების გამოცდა.

კომპანიის საწარმოო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია მარცვლეულის გადამუშავება. საწარმო აღჭურვილია ქვის წისქვილებით და ქართული ხორბლისა და სიმინდისგან სხვადასხვა სახეობის ფქვილს ამზადებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად „ლომთაგორა“-ში მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაური ისმაილოვი იმყოფებოდნენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს