ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 12

სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, არსებულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებული იყო და გზის ტექნიკური…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, არსებულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებული იყო და გზის ტექნიკური…

სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებული იყო და გზის ტექნიკური მდგომარეობა რეაბილიტაციას საჭიროებდა.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 14.9 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს.

არსებულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებული იყო და გზის ტექნიკური მდგომარეობა რეაბილიტაციას საჭიროებდა.

პროექტის ფარგლებში, 14.9 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები და გაბიონები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების, შემოფარგვლისა და საგზაო მონიშვნის მოწყობა.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 12.5 მილიონ ლარამდეა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს