ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 18

წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს

წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს. დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოყე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს. დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოყე…

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს. დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოყენების პირველადი შეფასებით, საცდელ ფართობებზე დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

„საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ხმობა გამოწვეულია წაბლის ქერქის კიბოს სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებით, რასაც ახლო წარსულში დაემატა ახალი მავნებელი მწერი - წაბლის მეგალე. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებით, დღეისათვის ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარიული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

წაბლის ქერქის კიბო საქართველოს ყველა რეგიონშია დაფიქსირებული, თუმცა დაავადება განსაკუთრებით ინტენსიურად დასავლეთ საქართველოში გვხვდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სანიტარიულ ჭრებთან ერთად, დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა სოფელ ბოსლევში, სატყეო პათოლოგიური კვლევების საფუძველზე, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. აღნიშნული მეთოდი წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებულ მიდგომას წარმოადგენს.

ამ ეტაპზე ჰიპოვირულენტური შტამები წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ საცდელ ფართობებზეა შეტანილი. პირველადი შეფასებით, შეიმჩნევა დადებითი დინამიკა, თუმცა მეთოდის ეფექტიანობის საბოლოო შეფასებისთვის საჭიროა პროცესზე ხანგრძლივი და მუდმივი დაკვირვება.

წაბლის კორომებისთვის გამოწვევას, დაავადების გარდა, 2022 წლიდან ახალი ინვაზიური მავნებელი მწერი - წაბლის მეგალე წარმოადგენს. ვინაიდან აღნიშნული მავნებლის წინააღმდეგ მეცნიერულად დასაბუთებული, სწრაფი და ეფექტიანი ბრძოლის მეთოდი დღეისათვის ცნობილი არ არის, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით მსგავსი გამოწვევისა და გამოცდილების მქონე ქვეყნებთან, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკასთან.

ეროვნული სატყეო სააგენტო წაბლნარი კორომების მდგომარეობას მუდმივად აკვირდება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას დაავადებისა და ინვაზიური მავნებლის გავრცელების პრევენციისა და ტყის ეკოსისტემების დაცვის მიზნით აგრძელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს