ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 14

ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია…

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

პროექტი მოიცავს სოფელში არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის ღობეების, ფასადებისა და სახურავების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, დაზიანებული საგზაო ქსელის აღდგენას, სანიაღვრე სისტემების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეებისა და სკვერების კეთილმოწყობას.

გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში პროექტირება ორ ეტაპად განხორციელდება, რის შემდეგაც, მომზადებული და შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ საპროექტო დავალების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით განხორციელდება.

ქვემო მაჩხაანი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სოფელია, რომელიც ძველი განაშენიანებითა და XIX საუკუნისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა. სოფელში შემორჩენილი ისტორიული შენობა-ნაგებობები და ქიზიყისთვის დამახასიათებელი კულტურული გარემო მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს ქმნის. სწორედ ამ ისტორიული იერსახის შენარჩუნების გათვალისწინებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლის ინფრასტრუქტურის განახლებას, საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობასა და ქვემო მაჩხაანის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს