ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 13

მარტვილში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

მარტვილში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე მ.თ., რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო ჰქონდა მოწყ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე მ.თ., რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო ჰქონდა მოწყ…

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე მ.თ., რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო ჰქონდა მოწყობილი. მეწარმე სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით საქმიანობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით იმუშაონ და არ აწარმოონ სურსათი შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს