ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 10

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტ…

ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ფერმერების მხარდაჭერასა და ქართული თაფლის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ მთავრობის ხელშეწყობით, 2026 წელს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ფინანსდება და მიმდინარეობს ფერმერების თანადაფინანსებაც. ასეთი ღონისძიებების ორგანიზება კი, დამატებითი ბერკეტია მეფუტკრეების შესაძლებლობების გაზრდისა და მოტივაციის გაძლიერებისთვის.

ფესტივალის ფარგლებში, სასტუმროების, რესტორნების წარმომადგენლებსა და მეფუტკრეებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება, რაც ფერმერებს დაეხმარება ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვაში, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, HoReCa სექტორთან ბიზნეს კავშირების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციაში.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მეფუტკრეობის დარგის განვითარებას, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერასა და ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდას. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 40 - ზე მეტმა მეფუტკრემ მიიღო მონაწილეობა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ და შეეძინათ აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული მეფუტკრეობის პროდუქტები.

ფესტივალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ. აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი და კულტურული აქტივობაც გაიმართება.

შავი ზღვის თაფლის ფესტივალი ბათუმში მეცხრედ ტარდება. ღონისძიებას, რომელიც აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს