ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 4

ზურაბ პატარაძე: სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გრძელდება

ზურაბ პატარაძე: სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გრძელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქობულეთის აგროსერვის ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქობულეთის აგროსერვის ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე…

ქობულეთის აგროსერვის ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფერმერები, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“ და „მევენახეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამების ბენეფიციარები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

პროგრამის ბენეფიციარებს აგროთანადაფინანსების ვაუჩერები გადაეცათ. აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ აგრარული სექტორის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია წარადგინა. ფერმერებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

„აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით გამართული პრეზენტაციის მთავარი დევიზი იყო - მეტი სარგებელი ჩვენი მოსახლეობისთვის და მხარდაჭერა ჩვენი ფერმერებისთვის. ვფიქრობ, რეგიონში განხორციელებული პროგრამები ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 41 მილიონი ლარია. პროგრამების გაფართოება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და ინვენტარით 5 000-მდე ფერმერი ისარგებლებს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე ყურადღება დაეთმო მევენახეობის დარგის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობაში ადგილობრივი ვაზის ექვსი ჯიში იქნა გამოყვანილი და 13 000-მდე ნერგი წარმოებული.

შეხვედრის დასასრულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრებთან ერთად დაათვალიერა ფერმერებისთვის გამოფენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამინისტროს პროგრამების ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს