ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 4

ნინო ლაცაბიძე: რუსთავსა და თურქეთის ქალაქ ინეგოლს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ფესტივალ „ქართულზე“ მათი სტუმრობა ჩვენს ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს

ნინო ლაცაბიძე: რუსთავსა და თურქეთის ქალაქ ინეგოლს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ფესტივალ „ქართულზე“ მათი სტუმრობა ჩვენს ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავს კონკურს-ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, თურქეთის დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. დამეგობრებული ქალაქის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, ინეგოლის მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავს კონკურს-ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, თურქეთის დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. დამეგობრებული ქალაქის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, ინეგოლის მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები…

რუსთავს კონკურს-ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, თურქეთის დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა.

დამეგობრებული ქალაქის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, ინეგოლის მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები არიან, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა მიიღეს. შეხვედრას ქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიის სამსახურების უფროსებიც ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, დამეგობრებულ ქალაქებს შორის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მიმართულებით სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

„ქორეოგრაფიულ ფესტივალ - „ქართულზე“ დასასწრებად, ჩვენი დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის დელეგაცია გვესტუმრა. თურქეთში პირველი ქართული სათვისტომო სწორედ ამ ქალაქში შეიქმნა. ინეგოლში ძალიან ბევრი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და მათი ,,ქართულზე"დასწრება ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. რუსთავსა და თურქეთის ქალაქ ინეგოლს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ფესტივალ „ქართულზე“ მათი სტუმრობა ჩვენს ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ინეგოლის დელეგაციის წევრები რუსთავში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან, დაესწრებიან ქორეოგრაფიული ფესტივალის „ქართულის“ დახურვის საზეიმო ღონისძიებას. თანამედროვე ქალაქთან ერთად, სტუმრები რუსთავის ისტორიულ მუზეუმსაც დაათვალიერებენ, ადგილზე ნახავენ რუსთავის ციხეს და იქ მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციას გაეცნობიან.

რუსთავი და ინეგოლი დამეგობრებულ ქალაქებად 1993 წლიდან ითვლება.

ინეგოლში მოქმედი ქართული სათვისტომო, თურქეთის რესპუბლიკაში დაფუძნებული პირველი ქართული სათვისტომოა. ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი, ეთნიკურად ქართული წარმომავლობისაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს