ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა

მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. პროექტი ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე, Japan International Design Award-ზე დაჯილდოვდა. სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ქართვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. პროექტი ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე, Japan International Design Award-ზე დაჯილდოვდა. სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ქართვ…

მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. პროექტი ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე, Japan International Design Award-ზე დაჯილდოვდა.

სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში – „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“. მესტიის უნიკალურ ბუნებრივ გარემოსა და სვანურ არქიტექტურულ მემკვიდრეობასთან ორგანულად შერწყმული კონცეფცია საერთაშორისო ჟიურიმ გამორჩეულ ნამუშევრად აღიარა. დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე პრიზი იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილეს, ოთარ ჯაფარიძეს გადაეცა.

მესტიის ქორწინების სახლისთვის ეს უკვე მეორე საერთაშორისო ჯილდოა. მანამდე პროექტმა იტალიაში Rome Design Award-ზე გაიმარჯვა. ქორწინების სახლის პროექტის არქიტექტურა თანამედროვე გადაწყვეტებისა და უნიკალური კულტურული ტრადიციების სინთეზია. შენობა კიდევ უფრო გაზრდის მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს