ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

თელავში ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

თელავში ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით,…

თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.

კამპანიის მთავარი მიზანი მოსახლეობაში მომატებული წნევის ადრეული გამოვლენა, ცნობიერების ამაღლება და რეგულარული გაზომვის ჩვევის დამკვიდრებაა.

საქართველო ამ გლობალურ ინიციატივას 2017 წლიდან უერთდება და 8 წლის განმავლობაში, ქვეყანაში, 65 000-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული. პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ოჯახისა და სოფლის ექიმებიც, რომელთაც 1 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარეს კონსულტაცია, თუმცა მთავარ გამოწვევად კვლავ მკურნალობის რეჟიმის ხარვეზები რჩება.

მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სკრინინგი 7 500-ზე მეტ ბენეფიციარს ჩაუტარდა, რომელთა 75%-ს ქალები, ხოლო 25%-ს კაცები შეადგენდნენ. პირველადი მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია მონაწილეთა 53.6%-ში გამოვლინდა. კამპანიის მიმდინარეობისას, ასევე დაფიქსირდა ჰიპერტონიული კრიზის 6 შემთხვევა და მწვავე კორონალური ინციდენტები, რამაც სასწრაფო დახმარებისა და ინტერვენციული კარდიოლოგიური ჩარევების აუცილებლობა წარმოშვა.

თელავში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ირმა ხონელიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მერიის, თელავის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ექიმები, ადგილობრივები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს