ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • წალკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა–ბარეთი–თეჯისი–ჩივთქილისა–ხაჩკოი–გუმბათი–ავრანლოს საავტომობილო გზის 4.4 კ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

წალკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა–ბარეთი–თეჯისი–ჩივთქილისა–ხაჩკოი–გუმბათი–ავრანლოს საავტომობილო გზის 4.4 კ…

წალკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა–ბარეთი–თეჯისი–ჩივთქილისა–ხაჩკოი–გუმბათი–ავრანლოს საავტომობილო გზის 4.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი (კმ7–კმ11) გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. არსებული გზა გრუნტოვანია, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების პირობები და საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯები.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2-ზოლიანი გზის სავალი ნაწილი, გვერდულები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და ღარები, წყალგამტარი მილები და გაბიონის კედელი. ასევე, დამონტაჟდება შესაბამისი საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.6 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს