ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 9

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის მთავრობის წევრებთან ერთად, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი ბიზნესის და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის მთავრობის წევრებთან ერთად, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი ბიზნესის და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთა…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის მთავრობის წევრებთან ერთად, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი ბიზნესის და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ბიზნესის მხარდაჭერის, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების საკითხები განიხილეს.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, სავაჭრო-სამრეწველო პალატას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფის პროცესში; მისივე თქმით, აუცილებელია პალატის აქტიური ჩართულობა ადგილობრივი მეწარმეების, ფერმერების მხარდაჭერის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში.

„ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარება, ახალი საქმიანი კავშირების დამყარება, ინვესტიციების მოზიდვა, სავაჭრო ბრუნვისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტებია. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების გაძლიერებას, საქმიანი შეხვედრების, ბიზნესფორუმებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებას. უახლოეს პერიოდში ბიზნესფორუმების გამართვა იგეგმება როგორც მაღალმთიან აჭარაში, ისე ბათუმში.

აჭარა შესაძლებლობების რეგიონია, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი ფუნქცია. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხრიდან უფრო მეტი პროაქტიული კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან და ერთობლივი ახალი ინიციატივების რეალიზების მხარდაჭერა ჩვენი სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში საქმიანი ტურიზმის განვითარების და საერთაშორისო ბიზნესფორუმების ორგანიზების საკითხებზე. განიხილეს მაღალმთიან აჭარაში მცირე საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხები. ასევე, აღინიშნა, რომ ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას და ექსპორტის ხელშეწყობას მოახლოებული ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს