ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 9

დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა

დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შპს „გარდაბნის მეცხოველეობა“ ორ ფერმას ფლობს. სოფელ სართიჭალაში მდებარე ფერმა მეხორცული მიმართულებისაა, ხოლო სოფელ ლემშვენიერაში არსებული მეურნეობა სანაშენე მიმართულებით საქმიანობს.

„მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გაიზარდოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფერმების რაოდენობა და გაძლიერდეს როგორც სანაშენე, ისე მეხორცული და მერძეული მიმართულებები. სწორედ ამიტომ, ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და გათვალისწინებულია კონკრეტული მექანიზმები ფერმების განვითარებისა და წარმოების გაფართოებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების ზრდას, პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანი მეცხოველეობის სექტორის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფერმების მოწყობისა და საქმიანობის განვითარების მიზნით, კომპანიამ 2024-2026 წლებში რამდენჯერმე ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. პროგრამის ფარგლებში მიღებულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყო ხელი.

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, 2012-2026 წლებში, საქართველოს მასშტაბით, მესაქონლეობის განვითარების მიზნობრიობით, კომერციული ბანკების მიერ 709.5 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 156.3 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში გაცემულია 138.3 მლნ ლარის ღირებულების სესხები, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ კი31.8 მლნ ლარი შეადგინა.

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის დარგის მხარდაჭერას მიმდინარე წლის 1 ივლისიდან„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აგრძელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში წარმოების განვითარებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის ხელშეწყობას.

მეცხოველეობის ფერმაში მინისტრთან ერთად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს