ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 13

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელ…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

„ოცნების ქალაქს“ მალე 300 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ექნება, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები პირველ სართულზე ფილის მოსაწყობად. ძირითადი სამუშაოების ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და საბაღე ინვენტარი. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება, მშენებლობის დასრულება კი 2027 წლის ივლისისთვის იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ახლახან, ამავე ტერიტორიაზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადდა კონკურსი. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 1500 მოსწავლეზე გათვლილი, სრულად ადაპტირებული, სამსართულიანი შენობის აგებას ყველა საჭირო სივრცით და ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, სპორტული სივრცეებით,ბიბლიოთეკით და სააქტო დარბაზით. ტერიტორია იქნება სრულად კეთილმოწყობილი და შემოსაზღვრული. მოეწყობა ღია სპორტული მოედანი და მწვანე სივრცეები.

ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპის მიმდინარეობასაც გაეცნო, სადაც კორპუსებში უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოები და მიმდინარეობს სახურავების, ფასადებისა და საინჟინრო სისტემების მოწყობა, შიდა მოპირკეთება და კარ-ფანჯრების მონტაჟი. პროექტის პირველ ეტაპზე ბინა საკუთრებაში გადაეცა 582 ოჯახს. ამჟამად კი მიმდინარეობს სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სულ 1 077 ბინის მოწყობით.

„ოცნების ქალაქში“ მიმდინარე პროექტებს, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე და მინდია დიასამიძე, ქალაქ ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს