ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 13

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. ძველ რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩის N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, საბავშვო მოედანი, სპორტულ-გამაჯანსაღებე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. ძველ რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩის N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, საბავშვო მოედანი, სპორტულ-გამაჯანსაღებე…

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

ძველ რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩის N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, საბავშვო მოედანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე, გარე განათება და მწვანე ზონა მოეწყობა.

სამუშაოების დაწყებამდე, პროექტი მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გააცნო.

პარალელურად, ანალოგიური პროექტები ფალიაშვილის, ჭავჭავაძის, თოდრიას ქუჩების შიდა უბნებში და შარტავას გამზირის მიმდებარედ მიმდინარეობს.

შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოსახლეობასთან შეთანხმებით, რუსთავის თითქმის ყველა უბანშია დაგეგმილი.

„არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ეზოების მოწესრიგებას და იქ შესაბამისი გარემოს შექმნას ახალგაზრდებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. მსგავსი შეხვედრები ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება, დეტალურად გავიაროთ მათთან ერთად საპროექტო ნაწილი, რომ უკვე განხორციელების ეტაპზე გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია თუ თხოვნა, რომელიც ექნება მოსახლეობას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს