ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 12

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონა…

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.

ტრენინგის მონაწილეებს ასევე გაუზიარეს აშშ-ის გამოცდილება სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სამეთაურო-საშტაბო სწავლების კონცეფცია და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა.

სწავლების ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ამოქმედდა მუნიციპალური საგანგებო მართვის შტაბი, ხოლო მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიშალა საველე ოპერაციების მართვის შტაბი და მოეწყო საგამოფენო სივრცე, რომელიც სასწავლო ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს სადაც გაეცნენ საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესს.

დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა სამეთაურო-საშტაბო სწავლების შეჯამება. მონაწილეებმა განიხილეს დამკვირვებელთა შეფასებები და განიხილეს სამომავლო რეკომენდაციები.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „ხულოს მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის, პროფესიული თანამშრომლობისა და შეტანილი წვლილისთვის“ მადლობის სიგელი გადასცა.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ასევე სიგელები გადაეცათ სამეთაურო-საშტაბო სწავლების პროცესში ჩართულ ორგანიზაციებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერით, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის, აშშ-ის ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით შემუშავდა.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი და რეგიონული წარმომადგენლებიც.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს