ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიაზე: ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიაზე: ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადები მუშაობენ.ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერaგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადები მუშაობენ.ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერaგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალ…

ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადები მუშაობენ.ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერaგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობზე საუბრისას.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. უხვი ნალექის სანიაღვრეებმა ვერ გაატარა.

მოვარდნილმა წყალმა ქალაქსა და სოფლებში დატბორა სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. დაზიანებულია გზები, ავტომობილები და საყოფაცხოვრებო ინვენტარი. სოფელ ნერგეეთში ქვა-ღორღი ჩამოიშალა. სტიქიის გამო ბაღდათში 1200 აბონენტი გაზის, ექვსასამდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დაზარალებულთა დასახმარებლად ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

„გააქტიურდა მეწყრული პროცესები. დაზიანდა, როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები. გათიშულია და ელექტროენერგია არ მიეწოდება 600-მდე აბონენტს. ასევე, გაზის მიწოდება შეუწყდა 1200 აბონენტს. უწყვეტ რეჟიმში, გუშინ საღამოდან მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდილია მეწყრული პროცესების შედეგად ჩაკეტილი გზები. ასევე, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადები მუშაობენ. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერaგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს მომავალში გვეცოდინება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს