ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

თურქული მედია: შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

თურქული მედია: შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც შავ ზღვაში თურქეთის ორ გემზე თავდასხმები განხორციელდა. ამის შესახებ თურქული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარ წყაროებზე დაყრდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც შავ ზღვაში თურქეთის ორ გემზე თავდასხმები განხორციელდა. ამის შესახებ თურქული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარ წყაროებზე დაყრდ…

უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც შავ ზღვაში თურქეთის ორ გემზე თავდასხმები განხორციელდა. ამის შესახებ თურქული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროების ცნობით, შეხვედრის დროს თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში ადამიანების სიცოცხლის, ქონების, ნაოსნობისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და უკრაინულ მხარეს „აუცილებელი გაფრთხილება“ გადასცეს.

გამოცემის ინფორმაციით, გემ Lider Bordo Mavi-ს 26 აგვისტოს შავ ზღვაში, რუსეთის საპორტო ქალაქ ტუაფსესთან ახლოს დაესხნენ თავს. მეორე დღეს კი გემი Lider Kocatepe, რომელიც პირველი გემის ბუქსირებისთვის იყო გაგზავნილი, ასევე თავდასხმის სამიზნე გახდა.

მანამდე, 4 აგვისტოს თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღონ. ანკარაში ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც რუსეთის პორტ ნოვოროსიისკთან ახლოს დრონითგანხორციელებული თავდასხმის შედეგად თურქეთის კუთვნილი გემი დაზიანდა, ხოლო ეკიპაჟის სამი წევრი მძიმედ დაშავდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი შავ ზღვაში ზოგიერთი კომერციული გემის გადაადგილებას ზღუდავს, რადგანაც ანკარა რეგიონში რუსეთისა და უკრაინის მხრიდან გემებზე თავდასხმების გამო შეშფოთებულია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს