ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.…

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული ღია მანეჟის, დახურული თავლის, ადმინისტრაციული ცენტრისა და წრიული საცხენოსნო ბილიკების მოწყობას. ერთ ჰექტარზე განთავსებული ღია მანეჟი როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ ცხენოსნებს მოემსახურება.

ზურაბ პატარაძემ სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტი მოიცავს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის, წყაროს, საყრდენი ფერდსამაგრი კედლის, ქვაფენილისა და თანამედროვე გარე განათების სისტემის მოწყობას. მიმდინარე წელს რიყეთისა და აგარის ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობაც იგეგმება, რაც სოფლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ღორჯომსა და დიდაჭარაში მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე გაეცნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს