ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს 27 აგვისტოს გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს 27 აგვისტოს გა…

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული და ქალაქებს შორის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

„სიახლე მაქსიმალურად არის მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე და მიზნად ისახავს რუსთავსა და თბილისს შორის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას. დამატებითი მარშრუტი ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადის გადანაწილებას, შეამცირებს ლოდინის დროს და მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველდღიურად სამსახურებში, უნივერსიტეტებსა თუ სხვა საჭიროებებზე უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდნენ“, - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსი 25 ნომრით რუსთავში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს მოძრაობას და კახეთის გზატკეცილის გავლით, აუთლეტ ვილიჯის, გაფორმების ეკონომიკური ზონის, ისთ ფოინთის და მეტროსადგურ ამგორის მიმართულებით გადაადგილდება.

ახალი მარშრუტით მგზავრობა მოქალაქეებს რეფორმის ფარგლებში მოქმედი შეღავათიანი ტარიფით შეეძლებათ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს