ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 9

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელის ინიციატივით 2023 წლიდან ამოქმედებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელის ინიციატივით 2023 წლიდან ამოქმედებ…

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელის ინიციატივით 2023 წლიდან ამოქმედებული სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრის სწავლის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება ოფიციალურად დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს წარმატებული სტუდენტების ფინანსურ წახალისებას, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ უმაღლესი განათლების მიღება. აღსანიშნავია, რომ პროგრამა უწყვეტი ხასიათისაა და ახალგაზრდებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ - გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში ეძლევათ.

პროგრამის ფარგლებში, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები 500-ლარიან თანადაფინანსებას მიიღებენ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია 700 ლარის ოდენობის დახმარება. ამასთანავე, გარდაბნის მუნიციპალიტეტი სრულად (100%-ით) დააფინანსებს იმ სტუდენტების სწავლის საფასურს, რომლებიც სოციალური მუშაობის ან ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ.

შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, მსურველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ: განცხადება, ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი და ცნობა რეგისტრაციის ადგილის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ანალოგიური დახმარების არმიღების შესახებ (დევნილის შემთხვევაში), სსე აქტის ამონაწერი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (შშმ პირის სტატუსის შემთხვევაში), ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (სტუდენტის აქტიური სტატუსის, აკადემიური მოსწრების, სწავლის საფასურისა და მისი დაფარვის ვადის მითითებით), ასევე აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ინვოისი საბანკო რეკვიზიტების მითითებით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს