ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კახეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კახეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა…

კახეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და გურჯაანის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. პროექტები მიზნად ისახავს საირიგაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების ხარისხის ამაღლებას. ასევე განიხილეს სარწყავ სეზონთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

„რეგიონებში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა და თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს პრობლემური საკითხების ერთობლივ იდენტიფიცირებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას „საქართველოს მელიოორაცია“ ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს