ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 19

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. 179 მედალოსანს სიგელები და სასაჩუქრე ბ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. 179 მედალოსანს სიგელები და სასაჩუქრე ბ…

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

179 მედალოსანს სიგელები და სასაჩუქრე ბარათები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ გადასცეს.

„ზუგდიდში 158 ოქროსა და 21 ვერცხლის მედალოსანი გვყავს ეს მხოლოდ 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებია. მიხარია, რომ ძალიან ნიჭიერი და წარმატებული თაობა იზრდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. განათლება ჩვენი მომავლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია და სწორედ განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად მივულოცე და მათი შრომისა და დამსახურების აღსანიშნავად, სიგელებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დავაჯილდოვეთ.

ჩვენი მიზანია, მათ შევუქმნათ პირობები საკუთარი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულფასოვნად განსავითარებლად. განათლებისა და განვითარების გზაზე ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება ახალგაზრდების მხარდამჭერი, რომ ერთად შევქმნათ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის კიდევ უფრო ძლიერი და პერსპექტიული მომავალი. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ ახალგაზრდას და ვუსურვებ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და მშობელს, ახალგაზრდების წარმატებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი როლისთვის”- აღნიშნა დავით კოდუამ.

ახალგაზრდებს სიტყვით სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ მიმართა:

„თითოეულს გილოცავთ სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი საფეხურის წარმატებით დასრულებას. მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. სწორედ განათლებაზე გადის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და ამისთვის, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან ბევრ პროექტსა და პროგრამას ახორციელებს - მის შედეგებზე კი არაერთი მიმართულებით არსებული მიღწევები საუბრობს.

მადლობა თითოეულ თქვენგან, მადლობა მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა მშობლებს, რომლებიც დღეს ყველაზე ამაყები არიან, რადგან ამხელა ქალაქში, ამდენ მოსწავლეში ეს მიღწევა ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა დაჯილდოების ცერემონიალზე სახელმწიფო რწმუნებულმა.

ღონისძიებას ზუგდიდის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, საჯარო სკოლის დირექტორები და მშობლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს