ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 15

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფოდნის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში გათვალისწინებულია 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში, მც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფოდნის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში გათვალისწინებულია 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში, მც…

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფოდნის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში გათვალისწინებულია 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში და ხაშურში, №2 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. პროექტები მოიცავს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს.

ამასთან, დაგეგმილია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საბავშვო ბაღისა და ბათუმის №11 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე იგეგმება 25 ბავშვზე გათვლილი ბაღების მშენებლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 6 სოფელში. მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქობოსა და ზემო გურგენიანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლედარსალეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში.

პროექტების მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს