ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 11

მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტებია დაგეგმილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 164 237 ლარის ღირებულების 5 კაპიტალური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ინფორმაციას გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 164 237 ლარის ღირებულების 5 კაპიტალური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ინფორმაციას გა…

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 25 164 237 ლარის ღირებულების 5 კაპიტალური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დაგეგმილი პროექტები ხრამ-არხისა და ახალი სადახლოს სარწყავი სისტემების, ასევე, ლომთაგორას მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენა-რეაბილიტაციას და ლეჟბადინის მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას მოიცავს. სამუშაოების დასრულების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფა 4 825 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

ამასთან, მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა 2 კაპიტალური პროექტი -ქეშალოს სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 708 513 ლარი შეადგინა,და ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 3 735 868 ლარია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმირასანის სათავე ნაგებობის, ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემის და მდინარე დებედაზე გვერდითი წყალაღების სათავე ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე, იბერიისა და აღმაშენებლის მაგისტრალურ არხებზე მიმდინარეობს წყალმიმღები კვანძებისა და მიმმართველი არხების აღდგენისა და ჯებირების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულება 8,8 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3 320 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

საექსპლუატაციო სამუშაოების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიწმინდა და მოწესრიგდა 73 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 2 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეიცვალა და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 48 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. რეგიონში უკვე დასრულებულია 3 სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 6, ხოლო დაგეგმილია კიდევ 7 პროექტის განხორციელება. ჯამში, 2026 წელს რეგიონში 51 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება, რომელთა შედეგად, წყალუზრუნველყოფა 15 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს რეგიონში გაიწმინდა და მოწესრიგდა 305 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები და 9 კმ სიგრძის მილსადენი, შეკეთდა 7 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეიცვალა და შეკეთდა სხვადასხვა ტიპის 401 ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართულობას, საიმედო წყალმომარაგებასა და ფერმერებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას ემსახურება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს