ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და წყალმომხმარებლების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს მართავენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და წყალმომხმარებლების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს მართავენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა…

სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და წყალმომხმარებლების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს მართავენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კომპანიის კომერციული დირექტორი მამელი ქობალია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სარწყავი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, წყლის მიწოდების საკითხები და წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამედროვე სარწყავი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე.

„სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისთვის „საქართველოს მელიორაცია“ ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება წყლის მიწოდების პროცესს და ფერმერებისგან მიღებულ ინფორმაციაზე ოპერატიულად რეაგირებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე ვიცოდეთ, რა საჭიროებები აქვთ წყალმომხმარებლებს და რა მიმართულებით არის საჭირო გაუმჯობესება. ამასთან, ფერმერებს ვუზიარებთ ინფორმაციას თანამედროვე სარწყავი ტექნოლოგიების, მათ შორის წვეთოვანი მორწყვის შესაძლებლობების შესახებ, რომელიც წყლის რესურსის ეფექტიან გამოყენებასთან ერთად მოსავლიანობის გაზრდასაც უწყობს ხელს“, - განაცხადა მამელი ქობალიამ.

ფერმერებთან შეხვედრების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ადგილზე იღებს ინფორმაციას სარწყავი სეზონის მიმდინარეობის შესახებ, აფასებს ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და წყალმომხმარებლების საჭიროებებს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს