მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზ…
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
ბაღში, ბავშვებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საგანმანათლებლო, საძინებელი და სათამაშო ოთახები, ასევე სამზარეულო, სასადილო და სველი წერტილები. ეზოში გათვალისწინებული იქნება რეკრეაციული სივრცე და საბავშვო სათამაშო მოედნები.
საბავშვო ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და აღსაზრდელებისთვის შექმნის უსაფრთხო, კომფორტულ გარემოს.