ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 7

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ,,ხინოწმინდობასთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ,,ხინოწმინდობასთა…

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

,,ხინოწმინდობასთან" დაკავშირებით, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი არქიმანდრიტმა ევდემოზმა აღავლინა.

ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ და ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა მამა ევდემოზმა მიულოცეს.

მისასალმებელ სიტყვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხინოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხეობაში ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ხინოწმინდობა“ დღეს განსაკუთრებულად აღინიშნება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამ ულამაზეს ხეობაში. წლიდან წლამდე აქ სულ უფრო მეტი ადამიანი და ოჯახი იკრიბება. სწორედ ხინოს უკავშირდება ქობულეთში მცხოვრები მრავალი გვარის წარმოშობა - აქ არის ჩვენი ძალა, სულიერება და იდენტობა. დღეს კი ერი და ბერი, მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მემკვიდრეობა“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან აღინიშნება, მიმდინარე წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ „ხინოწმინდობის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,,პატრიარქი ილია II და საქართველო“. ასევე, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ “ჭეშმარიტი ხინოწმინდელის” სიგელით ხეობის საპატიო წარმომადგენელი, ავთანდილ ბეჟანიძე დააჯილდოვა.

ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები და ბათუმის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს