ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 14

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობ…

„საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სარწყავი სისტემა 1977 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად გ-7 გამანაწილებელზე არსებული მილსადენები და ჭები ამორტიზებულია, რის გამოც წყლის მიწოდება შეფერხებულია და სოფელ მატანის აღმოსავლეთით მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები სრულად ვერ ირწყვება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ამორტიზებული მილსადენების ახლით ჩანაცვლება, შემტბორავი და დამცლელი ჭების მოწყობა და თანამედროვე ჰიდრანტების, ანუ წყალაღების სპეციალური მოწყობილობების, დამონტაჟება.

რეაბილიტაციის შედეგად, გამანაწილებელ ქსელში წყლის საჭირო მოცულობის შეუფერხებელი მიწოდება იქნება შესაძლებელი, რაც 380 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის სტაბილურად მორწყვის შესაძლებლობას შექმნის.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 7 731 929 ლარია. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 25 სექტემბერია, სამუშაოების შესრულების ვადა კი შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან 704 კალენდარული დღეა. აღნიშნული ვადა მოიცავს მხოლოდ მშენებლობის პერიოდს და არ ითვალისწინებს საირიგაციო პერიოდსა და მძიმე კლიმატურ პირობებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს