ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესა და ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორთან როინ თავართქილაძესთან ერთად, ყინჩაურის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა და აღ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესა და ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორთან როინ თავართქილაძესთან ერთად, ყინჩაურის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა და აღ…

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესა და ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორთან როინ თავართქილაძესთან ერთად, ყინჩაურის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერმა ბავშვებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა, საბავშვო ბაღის პედაგოგებს გაესაუბრა და სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგილზე გაეცნო.

„ყველა ბავშვს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სკოლამდელი აღზრდა ბავშვის განვითარებისა და განათლების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის იყოს შექმნილი უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და მათ საჭიროებებზე მორგებული გარემო. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბაღების პედაგოგებსა და აღმზრდელებს იმ პასუხისმგებლობისა და შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ბავშვების განვითარებასა და მათ აღზრდაში დებენ. ვუსურვებ თითოეულ აღსაზრდელს წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

ახალი სასწავლო წელი ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის შესაბამისი გარემო დახვდათ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს