ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება

პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები ჭადრაკის სასწავლო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სასწავლო პროცესს ფოთის ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები ჭადრაკის სასწავლო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სასწავლო პროცესს ფოთის ს…

პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები ჭადრაკის სასწავლო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სასწავლო პროცესს ფოთის საჭადრაკო სკოლის გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ.

ახალი ინიციატივის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა შედგა საბავშვო ბაღების დირექტორებთან. მერის მოადგილემ ლექსო თოდუამ და საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ წარადგინეს პროექტი და ისაუბრეს მის მიზნებსა და განხორციელებაზე.

ინიციატივის მიზანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდან მიეცეთ ჭადრაკის შესწავლის შესაძლებლობა და თამაშის საშუალებით განუვითარდეთ ლოგიკური აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვადასხვა კოგნიტური და შემეცნებითი

უნარები.

პროგრამა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით განხორციელდება.

ფოთის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს