ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 15

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწ…

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო,

გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს სკოლის ზღურბლს პირველად გადააბიჯებენ. მათთვის ეს დღე ახალი და საინტერესო ცხოვრების დასაწყისია. წელს პირველი კლასის მოსწავლეები სკოლაში ახალ სასკოლო ფორმებით შეხვდებიან, რაც ახალი სასწავლო წლიდან განათლების სისტემაში დანერგილი მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია თანაბარი და ღირსეული სასკოლო გარემოს შექმნისკენ. ვუსურვებ ჩვენს პირველკლასელებს ცოდნისა და აღმოჩენების გზაზე უამრავ წარმატებას, სიხარულსა და დაუვიწყარ სასკოლო დღეებს.

ვულოცავ ყველა მოსწავლესა და სტუდენტს - ჩვენს მომავალ თაობას და ქვეყნის მომავალს. წინ გელით გრძელი და საინტერესო გზა, ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების შეძენა. ჩვენს ქვეყანას განათლებული, ძლიერი და ღირსეული ახალგაზრდები სჭირდება - თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი დღე და ქვეყნის მომავალი.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო პროცესს, ახალ მიღწევებს, წარმატებებსა და ბევრ სასიამოვნო დღეს“, - ნათქვამია იოსებ ალიბეგაშვილის მისალოც წერილში, რომელსაც ახალქალაქის მერია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს