ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების მინისტრთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის გახსნას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების მინისტრთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალის გახსნას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი - 2026“ გაიხსნა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი - 2026“ გაიხსნა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა დ…

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი - 2026“ გაიხსნა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად შეუერთდა.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ზურაბ პატარაძეს და გივი მიქანაძეს ფესტივალზე წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ დაათვალიერებინა; გაიმართა არაერთი საინტერესო აქტივობა - ინტერაქციული ექსპერიმენტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრეზენტაციები, თემატური შეხვედრები, ასევე ჩატარდა CERN-ის STEM მასტერკლასები სკოლის მოსწავლეებისთვის.

2026 წლის ფესტივალის მთავარი გზავნილია „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“. ფესტივალი ქმნის მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების ერთიან, ინტერაქციულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს