ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 6

ნინო ლაცაბიძე : რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ

ნინო ლაცაბიძე : რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავში სპორტული ქალაქი აშენდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ხმალაძე არქიტექტორები“, სპორტული ქალაქის პროექტზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავში სპორტული ქალაქი აშენდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ხმალაძე არქიტექტორები“, სპორტული ქალაქის პროექტზ…

რუსთავში სპორტული ქალაქი აშენდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ხმალაძე არქიტექტორები“, სპორტული ქალაქის პროექტზე უკვე მუშაობს.

არქიტექტურულ კომპანიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალებზე იმსჯელეს, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ტაბაღუა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„რუსთავის სწრაფ განვითარებას ვაგრძელებთ და საქართველოს მთავრობის უდიდესი თანადგომით, რუსთავში სპორტული ქალაქის მშენებლობას დავიწყებთ, რომლის მთავარი კონცეფცია არის - სპორტი ყველასთვის. მალე დავიწყებთ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობასაც და ვემზადებით ბავშვთა რაგბის აკადემიის გასახსნელად. ჩვენი რუსთავი, რომელმაც ქვეყანას უამრავი საამაყო სპორტსმენი გაუზარდა, უნდა გარდავქმნათ ქალაქად, სადაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ქალაქური ცხოვრების სტილი იქნება“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

სპორტული ქალაქი რუსთავში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჭალის ტყის მიმდებარედ იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მე-20 საუკუნეში საბავშვო რკინიგზა ფუნქციონირებდა.

პროექტით გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნები და სარეკრეაციო ზონები. აშენდება 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, დახურული სავარჯიშო დარბაზები. მოეწყობა ფეხბურთის, ჩოგბურთის, პადელის და ტანვარჯიშის სივრცეები, ღია სპორტული მოედნები. დაგეგმილია 6-ზოლიანი სარბენი და უწყვეტი ველობილიკების მოწყობაც.

სპორტული ქალაქის პარალელურად, რუსთავში, უეფას მე-4 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაც იგეგმება და მალე ბავშვთა რაგბის აკადემიაც გაიხსნება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს