ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 15

ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ

ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სარაგბო კლუბ „ფოთის“ ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლუბს შეუერთდნენ გამოცდილი ფოთელი მორაგბეები, რომლებიც წლების შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სარაგბო კლუბ „ფოთის“ ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლუბს შეუერთდნენ გამოცდილი ფოთელი მორაგბეები, რომლებიც წლების შ…

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სარაგბო კლუბ „ფოთის“ ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლუბს შეუერთდნენ გამოცდილი ფოთელი მორაგბეები, რომლებიც წლების შემდეგ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ და დღეს უკვე ფოთის გუნდის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობენ.

„დავასრულეთ სარაგბო კლუბ „ფოთის“ გუნდის დაკომპლექტება და წელს ნამდვილად ძლიერი შემადგენლობა გვყავს.

ყველაზე მეტად მიხარია, რომ ბევრი წარმატებული ფოთელი მორაგბე საკუთარ ქალაქში ბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები და ქართული რაგბის გამორჩეული წარმომადგენლები - ზურაბ ჟვანია, რომელიც გუნდს მოთამაშის რანგში შეუერთდა და დიმა ბასილაია, რომელიც მწვრთნელის რანგში დაგვეხმარება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი გამოცდილი მორაგბეები ბავშვებთან და ასაკობრივ გუნდებთანაც იმუშავებენ და საკუთარ გამოცდილებას მომავალ თაობას გაუზიარებენ.

ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ- ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ.

წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს. მჯერა, ფოთის რაგბის წინ ბევრი საინტერესო და წარმატებული ეტაპი ელოდება“, - განაცხადა შეხვედრისას ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს