ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული „ქართული ხმების” სოლო კონცერტი გაიმართა

ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული „ქართული ხმების” სოლო კონცერტი გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული „ქართული ხმების” სოლო კონცერტი გაიმართა. ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საღამო ან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული „ქართული ხმების” სოლო კონცერტი გაიმართა. ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საღამო ან…

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული „ქართული ხმების” სოლო კონცერტი გაიმართა.

ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საღამო ანსამბლის დაარსებიდან 40 წლის იუბილეს მიეძღვნა. შესრულდა ანსამბლის რეპერტუარიდან ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერები.

აჭარის კულტურის სამინისტრო პროექტს „კულტურა მთაში“ 2026 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ხულოს დრამატულ თეატრში, მთელი წლის განმავლობაში იმართება სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობენ აჭარის კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი, ასევე, ადგილობრივი და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფები, ანსამბლები და სოლო შემსრულებლები.

ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტს ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, მოადგილე ირმა აბულაძე, მაღალმთიანი აჭარის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, რენარ ბოლქვაძე, ხულოს დრამატული თეატრის დირექტორი ნანო შაინიძე და ადგილობრივი მოსახლეობა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს