ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხ…

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე აჭარის პოზიციონირების გაძლიერებაზე, რეგიონის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციაზე, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირებასა და ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენებაზე.

„ზურაბ პატარაძემ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს აჭარის ტურიზმის სფეროში ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა სამომავლო ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს, მათ შორის, მდგრადი ტურიზმის განვითარების და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტურიზმის სფეროში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს