ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 3

სოფელ ფარცხანაყანევში მაშველის სარწყავი სისტემის საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ფარცხანაყანევში მაშველის სარწყავი სისტემის საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შპს "საქართველოს მელიორაცია" რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად აახლებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი და დამშრობი სისტემების გამართული მუშაობა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანევის ტერიტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შპს "საქართველოს მელიორაცია" რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად აახლებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი და დამშრობი სისტემების გამართული მუშაობა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანევის ტერიტ…

შპს "საქართველოს მელიორაცია" რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად აახლებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი და დამშრობი სისტემების გამართული მუშაობა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხანაყანევის ტერიტორიაზე მაშველის სარწყავი სისტემის საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგროვილი ნალექისა და ნატანი მასისგან მაშველის არხის ცალკეული მონაკვეთები იწმინდება.

სარწყავი სისტემის მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არხის გამტარუნარიანობის გაზრდას, რის შედეგადაც, წყალუზრუნველყოფა 170-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდება. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის სავარგულები, დაახლოებით 320 ჰექტარი მიწის ფართობი დაცული იქნება დატბორვისგან, რაც მნიშვნელოვანია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს