ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 21

ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უ…

ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკრინინგის აქციის ძირითადი მიზანია სხვადასხვა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„სკრინინგის ფარგლებში, მსურველებს ჩაუტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:

ძუძუს კიბოს სკრინინგი (40–70 წლის ქალებისთვის): მამოლოგის ფიზიკალური გასინჯვა, მაღალინფორმაციული მამოგრაფიული კვლევა (რომელიც იკითხება ორი რადიოლოგის მიერ დამოუკიდებლად) და პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში - ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25–60 წლის ქალებისთვის).

მოსახლეობისთვის ამ სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, სკრინინგის მობილური ჯგუფები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებს შესაბამისი გრაფიკით ესტუმრებიან:

28 სექტემბერი – წალკა

29 სექტემბერი – დმანისი

30 სექტემბერი – ბოლნისი

1 ოქტომბერი – მარნეული

2 ოქტომბერი – რუსთავი

26 ოქტომბერი – დმანისი

27 ოქტომბერი – ბოლნისი

28 ოქტომბერი – რუსთავი და მარნეული

29 ოქტომბერი – გარდაბანი

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აგრეთვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელშეწყობით.

სკრინიგი ხორციელდება სპეციალურად აღჭურვილი მამომობილის საშუალებით და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოა.

ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებულ როლს თამაშობს სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებასა და პათოლოგიების დროულ მართვაში.

ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის N106, საფოსტო ინდექსი: 1100

საკონტაქტო პირი: თამარ ხოფერია, ტელ.: 599859867

WWW.BOLNISI.GOV.GE“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს