ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 10

რუსთავში ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ქუჩის N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაცია მიმდინარეობს

რუსთავში ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ქუჩის N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაცია მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავში ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ქუჩის N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავში ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ქუჩის N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინ…

რუსთავში ავარიული შენობების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის ქუჩის N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„რუსთავში ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას. მერიის გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რესტავრაციაა. თბილისის ქუჩაზე უკვე რეაბილიტირებული გვაქვს 4 საცხოვრებელი კორპუსი, აქვე მოწყობილია ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცეც. ამჟამად ვმუშაობთ N8 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციაზე. სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე შეძლოს ამ კორპუსის მოსახლეობამ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნება. თბილისის ქუჩაზე დარჩენილი ავარიული კორპუსების რეაბილიტაციის პროექტზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თბილისის ქუჩაზე აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი შენობის საძირკვლის გამაგრებას, კარ-ფანჯრებისა და სახურავის შეცვლას, ფასადისა და აივნების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„რუსთავში, რამდენიმე ქუჩაზე აქტიურად ხორციელდება ავარიული საცხოვრებელი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ მიმართულებით მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს თბილისის ქუჩაზეც, რომელიც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და #8 კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას ითვალისწინებს. ავარიული შენობების გამაგრება-რესტავრაციის ფარგლებში თბილისის ქუჩაზე, რამდენიმე კორპუსს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამუშაოები“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 385 000 ლარს შეადგენს.

თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამაგრება-რესტავრაცია ჩაუტარდა N4, N16 და N20 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებსაც. სრულად განახლდა და კეთილმოეწყო შუაგამყოფი რეკრეაციული სივრცე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს